რეზონანსი
(31.08.2025)

ჩვენ გავეცანით ტრენინგების მიმდინარეობის პროცესს, მოგეხსენებათ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გადამზადების პროცესი, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ სწორად და კარგად მომზადებული საარჩევნო ადმინისტრატორები დახვდნენ ჩვენს ამომრჩევლებს 4 ოქტომბრის არჩევნებზე, რათა მათ შესთავაზონ მაღალი ხარისხის სერვისი", - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და ცესკოს სპიკერთან ნათია იოსელიანთან ერთად თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდინარე საქმიანობებს და მზადების პროცესს გაეცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე