რეზონანსი
(31.08.2025)

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად კანდიდატი სოფლების - ანდრიაწმინდის, ანდისა და წყორძის მცხოვრებლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა, ადგილობრივებთან ერთად, სამომავლო გეგმები განიხილა.
ისაუბრეს სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. აქცენტი გაკეთდა პროექტებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდა - საუბარია საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რეკრეაციულ ზონებსა და ამბულატორიებზე, ასევე, ახალ აშენებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



