რეზონანსი
(30.08.2025)

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანაქანა შეეჯახა, რის შემდეგადაც ავტომობილში მყოფი ერთი პირი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებაც.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე