რეზონანსი
(30.08.2025)

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გერმანიაში უმუშევრობის რაოდენობამ ათწლეულის განმავლობაში პირველად 3 მილიონს გადააჭარბა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს თვეში უმუშევარი ადამიანების რაოდენობამ 3.02 მილიონი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 46 000-ით მეტია.
მთავრობა 500 მილიარდი ევროს საინვესტიციო ფონდს ამუშავებს, თუმცა ეკონომისტები აფრთხილებენ, რომ შედეგების დანახვას წლები დასჭირდება და ეკონომიკაში ღრმად ფესვგადგმული სტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



