რეზონანსი
(29.08.2025)

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი, პოლიტიკური აქტივისტი, გარი კასპაროვი, პორტუგალიის პრეზიდენტ  მარსელო რებელო დე სოუზას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტია.

კასპაროვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია დაამტკიცოს, რომ პორტუგალიის პრეზიდენტი ცდება, თუმცა, ის ამას არ გააკეთებს, ვინაიდან ტრამპი ნამდვილად რუსეთის აგენტია.

"არსებობს უამრავი გზა, რომლითაც ტრამპს შეუძლია მყისიერად დაამტკიცოს, რომ ის [პორტუგალიის პრეზიდენტი] ცდება. თუმცა, ის ამას არ გააკეთებს. იმიტომ, რომ ის რუსეთის აგენტია." - წერს  გარი კასპაროვი X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე