რეზონანსი
(28.08.2025)

 ქართული სპორტის ისტორია კიდევ ერთხელ იწერება, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე საუბრისას.

„მინდა თითოეულ მოთამაშეს მადლობა გადავუხადო ასეთი ემოციებისთვის, რომელიც აჩუქეს კვიპროსში თამაშზე დამსწრეებს და საქართველოში თითოეულ გულშემატკივარს", - აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე" ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 83:69 დაამარცხა. თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე