რეზონანსი
(28.08.2025)

გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით, ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით. სამიზნეები? არა ჯარისკაცები და იარაღი, არამედ კიევის საცხოვრებელი სივრცეები - აფეთქებენ სამოქალაქო მატარებლებს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მისიების ოფისებსა და უდანაშაულო სამოქალაქო პირებს.

ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს“, - წერს კელოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე