რეზონანსი
(25.08.2025)

თაღლითური „ჟურნალისტიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. დონალდ ტრამპის თქმით, გარკვეულ ტელეარხებს „უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები რესპუბლიკელების და/ან კონსერვატორების არასამართლიანი გაშუქებისთვის“.

„რატომ არ იხდიან ABC და NBC, ორი ყველაზე ცუდი და მიკერძოებული სატელევიზიო ქსელი მსოფლიოში, მილიონობით დოლარს ყოველწლიურ სალიცენზიო მოსაკრებელში? მათ უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები რესპუბლიკელების და/ან კონსერვატორების უსამართლო გაშუქების გამო, მაგრამ მინიმუმ, მათ დიდი თანხა უნდა გადაიხადონ ყველაზე ძვირფასი საეთერო სიხშირეების გამოყენების პრივილეგიისთვის, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას! თაღლითური „ჟურნალისტიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს!“ - წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე