რეზონანსი
(24.08.2025)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე, სოფელ ჩიბათთან.

როგორც ირკვევა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ხუთი პირი. ისინი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კლინიკებში არიან გადაყვანილები.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე