რეზონანსი
(24.08.2025)

 

 დღეს ჩვენ აღვნიშნავთ სუვერენული უკრაინის და მისი ყველა მოქალაქის დამოუკიდებლობის დღეს, რომლებიც იმსახურებენ თავისუფლად აირჩიონ საკუთარი მომავალი, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, გამოხატავს პატივისცემას მათ მიმართ, ვინც უკრაინის თავისუფლება საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა.

„ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ, მდგრად და ევროპულ უკრაინას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“- წერს მარტა კოსი.

ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე