რეზონანსი
(23.08.2025)

თბილისის ზღვაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მგზავრი გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე