რეზონანსი
(23.08.2025)

საჩხერეში, სოფელ კორბოულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გოგონა 18 წლის მარი შუბითიძეა. ის სოფელ კორბოულიდან იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილს, რომელიც გოგონას დაეჯახა, ნასვამი მძღოლი მართავდა.
მათი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



