რეზონანსი
(23.08.2025)

„ფეისბუქ-გვერდი“ „მაღაროელი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც გვერდი წერს კაციტაძე მშენებლობაზე ტრაგიკულად, ვარდნის შედეგად დაიღუპა:
„დღეს ჭიათურა გლოვობს ახალგაზრდა, ღირსეულ ადამიანს - იზარდი კაციტაძეს. იგი ტრაგიკულად დაიღუპა 37 წლის ასაკში, მშენებლობაზე, მე-9 სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად.
ვუსამძიმრებთ იზარდის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და მთელ ჭიათურას ამ უდიდეს ტრაგედიას. ეს არის დიდი ტკივილი და დიდი მწუხარება თითოეული ჩვენგანისთვის. უფალმა შეიწყალოს მისი ალალი სული და
დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“, - წერს ფეისბუკ გვერდი „მაღაროელი“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



