
ბორჯომში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ტოიოტას მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი კი დაშავდა.
მსუბუქ ავტომობილში ხუთი პირი იმყოფებოდა. ავარიის შემდეგ, თავდაპირველად სამი დაშავებული ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილები არიან ედი მარკოსიანი და ზურა გელაშვილი.
„დიდი ტრაგედია ტრიალებს ახალციხეში. უკეთილშობილესი და უკარგესი წესიერი ბიჭები გამოგვაკლდნენ. ერთმანეთის ძმაკაცები იყვნენ" - უთხრეს „ambebi.ge"-ს ადგილობრივებმა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



