რეზონანსი
(22.08.2025)

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ მოკავშირეებმა უკრაინას ტერიტორიების დათმობა არ უნდა აიძულონ.

კალასმა BBC-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნების უფლების მიცემა ვლადიმერ პუტინის მიერ დაგებული ხაფანგია.

კალასი მიიჩნევს, რომ უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა ჰქონდეს, მისი თქმით, ყველაზე საიმედო გარანტია კი ძლიერი არმიაა.

„პუტინის უბრალოდ იცინის, მკვლელობებს კი არ აჩერებს, არამედ ზრდის. ჩვენ გვავიწყდება, რომ რუსეთი არცერთ დათმობაზე არ წავიდა", - აღნიშნა კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე