
დანაშაული მოხდა თეთრიწყაროში, სადაც მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი ცენტრალური პარკის მიმდებარე ქუჩაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მანქანიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, თავდასხმა დაახლოებით დღის 3 საათზე მოხდა, როდესაც პარკში არაერთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.
დაშავებულს, წინასწარი ინფორმაციით, ჭრილობები კიდურებში აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



