რეზონანსი
(20.08.2025)

ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნიან.

გამოცემის ცნობით, ბრიტანულ-ფრანგული გეგმა, რომელიც უკრაინის ქალაქების, პორტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნას მოიცავს, ნაკლებად შესრულებადია.

The Times-ი წერს, რომ ვაშინგტონი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დიდი დოზით ევროპის სამხედრო მონაწილეობას, რადგან ამან შესაძლოა, ვითარების ესკალაცია და ომის გაფართოება გამოიწვიოს.

Politico-ს ინფორმაციით, უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავს პოლონეთიც. ვარშავაში მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას დაასუსტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე