რეზონანსი
(19.08.2025)

19 აგვისტოს, ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა. „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ინფორმაციით - „ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს ავტომობილში შუახნის მამაკაცის გვამი დახვდა“.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით გვამი უკვე ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ტრამვა არ აღენიშნება.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14:10 საათზე მოხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



