რეზონანსი
(18.08.2025)

თეთრ სახლში დიდი დღეა - ვნახოთ რა შედეგები იქნება?, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკისა და ევროპელი ლიდერების ვიზიტამდე Truth Social-ზე წერს.

„თეთრ სახლში დიდი დღეა. ერთდროულად ამდენი ევროპელი ლიდერი აქ არასდროს გვყოლია. ეს ამერიკისთვის დიდი პატივია!!! ვნახოთ, რა შედეგები იქნება???“, - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, დღეს თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შეხვდება.

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება, ხოლო ევროპული ქვეყნების ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტი თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე