რეზონანსი
(18.08.2025)

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამარ კეკენაძის განცხადებით, მათი პარტია მხოლოდ მშვიდობიანი მოქმედებების მომხრეა და არანაირ რევოლუციურ, რადიკალურ სცენარებს მხარს არ დაუჭერენ. მისი განმარტებით, რევოლუციური მზადებების ხელშეწყობა მათი პარტნიორების მხრიდანაც არ ხდება.

"ჩვენი პარტია მხოლოდ მშვიდობიანი მოქმედებების მომხრეა. არანაირი რევოლუციური, რადიკალური სცენარები ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი არ იქნება. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების მხრიდან განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებს, თუ ასეთები ხორციელდება, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას. არანაირი რადიკალური და რევოლუციური მზადებების ხელშეწყობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ ხდება", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე