რეზონანსი
(18.08.2025)

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა დღეს, ვაშინგტონის დროით 13:15 საათზე (თბილისის დროით 21:15 საათზე) დაიწყება, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.
ვაშინგტონის დროით 14:15 საათზე (თბილისის დროით 22:15 საათზე) დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს მიესალმება, რის შემდეგაც, თბილისის დროით 23:00 საათზე, აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპული ქვეყნების ლიდერებს შორის მრავალმხრივი შეხვედრა გაიმართება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



