
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა ქართული ოპოზიციის შეფასებებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ, რომლის სლოგანიც იყო „მშვიდობის ძიებაში“.
„სამარცხვინოა ის ძალები, რომლებიც პირდაპირ ჩართულები იყვნენ იმ დამანგრეველ, ამაზრზენ მოწოდებებში, რასაც ერქვა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. ეს ძალაა ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ცეცხლისა და ბომბების წვიმაზე ოცნებობდნენ, თავიანთი ხელდასხმული არასამთავრობო ორგანიზაციებით, ტელევიზიებითა თუ ვითომ პარტიებით. ეს ის ძალაა, რომელსაც დღეს სირცხვილით იწვის, რომელიც პირდაპირ უცხო ქვეყნის სახელმწიფო შენობებიდან და ინსტიტუციებიდან მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



