რეზონანსი
(17.08.2025)

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში მერი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ განაცხადა და "ქართული ოცნების" მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მე მინდა, მადლობა გადავუხადო "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელობას. მინდა მადლობა გადავუხადო სულხან თამაზაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობების მოცემისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს", - აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



