რეზონანსი
(17.08.2025)

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მცირეწლოვანს მატარებელმა კიდურზე გადაუარა, - ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 175 მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



