რეზონანსი
(17.08.2025)

 17 აგვისტოს დილით კრემლის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოს დაურეკა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალასკაზე გამართული სამიტის შესახებ უამბო. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს ალასკის მოლაპარაკებების გათვალისწინებით.

ასევე შეეხნენ სხვა საკითხებსაც, „ორ მხარეს შორის არსებული ბელარუსულ-რუსული ურთიერთობების ფარგლებში".

რუსმა ლიდერმა დეტალურად მოახსენა ბელარუს კოლეგას აშშ-რუსეთის სამიტის შედეგების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე