რეზონანსი
(16.08.2025)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება, რათა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული სამიტის შედეგები განიხილოს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა - ამერიკა - რუსეთის სამმხრივი შეხვედრის თაობაზე. უკრაინა ხაზს უსვამს: საკვანძო საკითხების განხილვა ლიდერების დონეზე უნდა მოხდეს და სამმხრივი ფორმატი საამისოდ გამოდგება. ყველა დეტალი მკვლელობებისა და ომის დასრულების შემდეგ ვაპირებ განვიხილო პრეზიდენტ ტრამპთან ვაშინგტონში ორშაბათს. მადლობა მოწვევისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების ყველა ეტაპზე ევროპელებიც იყვნენ წარმოდგენილნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე