რეზონანსი
(16.08.2025)

ამ წუთებში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დენ სკავინო ავრცელებს.
„Air Force One-ი ენდრიუსის ბაზაზე დაეშვა. პრეზიდენტი ზელენსკისა და სხვებს ესაუბრება. თვითმფრინავიდან ჩამოსვლა ამიტომ დაგვიანდა“, - წერს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ცოტა ხანში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავდა და შეხვედრის შესახებ აცნობებდა“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



