რეზონანსი
(15.08.2025)

შესანიშნავი საუბარი მქონდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მადლობა გადავუხადე 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის, ასევე განვიხილავთ დამატებით 1 300 პატიმრის გათავისუფლებას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა დიდად პატივცემულ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. საუბრის მიზანი მისთვის მადლობის გადახდა იყო 16 გათავისუფლებული პატიმრისთვის. ასევე განვიხილავთ დამატებით 1 300 პატიმრის გათავისუფლებას. ჩვენი საუბარი ძალიან კარგი იყო. ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ალასკაში ვიზიტი. მოუთმენლად ველი მომავალში პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას“, - წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე