რეზონანსი
(13.08.2025)

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე,  BUS LANE-ზე  ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების, მეხანძრე მაშველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე