რეზონანსი
(12.08.2025)

რუსთავში ახალგაზრდა კაცი სიმაღლიდან გადმოვარდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 34 წლის კაცი რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-2 სართულზე კონდიციონერს ამონტაჟებდა, რა დროსაც გამოვარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე