რეზონანსი
(11.08.2025)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატების წარდგენის პროცესს გამოეხმაურა.

„აუცილებლად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს. ასე, რომ ადგილობრივი არჩევნებიც უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე