რეზონანსი
(10.08.2025)

თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ბალიკესირის ქალაქ სინდირდში დაფიქსირდა. დაინგრა ათობით შენობა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სტაბოლშიც. 

სინდირდის მერის, სერკან საკმას ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობიდან მაშველებმა 4 ადამიანი უკვე ამოიყვანეს, ორს კიდევ ეძებენ. ნანგრევებიდან ამოყვანილი მოქალაქეები კლინიკაში გადაიყვანეს. ახლომდებარე სოფელ გოლჯუკში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, ჩამოინგრა ერთ-ერთი მეჩეთის მინარეთიც 

"ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი სახის კატასტროფისგან" - წერს X-ზე თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე