რეზონანსი
(10.08.2025)

„სენტ ეტიენმა" და ზურიკო დავითაშვილმა ახალი სეზონი დაიწყეს
ლიგა 2-ში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ლავალს" შეხვდა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრების წევრი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.
დავითაშვილს გუნდიდან წასვლა უნდა. მსურველებიც ჰყავს, მაგრამ ჯერ ტრანსფერი ვერ შედგა. „მწვანეების" მთავარ მწვრთნელ ეირიკ ჰორნელანს კი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.
ზურიკო დავითაშვილმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 33 მატჩი 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



