რეზონანსი
(09.08.2025)

ივლისში კარტოფილი წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა. „საქსტატის" მონაცემებით, გასულ თვეში, წინა წლის ივლისთან შედარებით, პროდუქტის ფასმა 55.3%-ით მოიმატა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში კარტოფილის იმპორტი 22%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2025 წლის 6 თვეში ქვეყანაში 7 458 ტონა ( 3.569 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი - 6 102 ტონა (2. 304 მლნ აშშ დოლარის).

სტატისტიკის თანახმად, გამოდის, რომ წელს იმპორტირებული 1 კგ კარტოფილის საშუალო ღირებულება 47 ცენტია, ხოლო წინა წელს - 37 ცენტი იყო. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე).

ამის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი 2 934%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში საქართველოდან 78 226 ტონა (26.505 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 2 578 ტონა (2.578 ათასი აშშ დოლარის).

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული:

რუსეთი - 50 347 ტონა (20.545 მლნ აშშ დოლარი);

აზერბაიჯანი -20 259 ტონა (3.709 მლნ აშშ დოლარი);

სომხეთი - 3 743 ტონა (796.3 ათასი აშშ დოლარი;

ბელარუსი - 3 090 ტონა (1.3 მლნ აშშ დოლარი);

ყაზახეთი - 394.5 ტონა (84.1 ათასი აშშ დოლარი).

იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული:

თურქეთი - 5 054 ტონა (1.341 მლნ აშშ დოლარი);

ეგვიპტე - 960.5 ტონა (552.2 ათასი აშშ დოლარი);

გერმანია - 956.8 ტონა (1.263 მლნ აშშ დოლარი);

ნიდერნალდები - 221 ტონა (247.4 ათასი აშშ დოლარი);

აზერბაიჯანი - 199 ტონა (130.7 ათასი აშშ დოლარი).

მონაცემებიდან გამოდის, რომ წელს საექსპორტო კარტოფილის საშუალო ღირებულება 33 ცენტი იყო, წინა წლის იგივე პერიოდში კი - 34 ცენტი. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე