რეზონანსი
(09.08.2025)

ნახალოვკაში, ილურიძის ქუჩაზე ხანძარია. როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელის ჯგუფში "ნახალოვკა და ნახალოვკელებში" წერენ, ავტომანქანა აფეთქდა, რის შემდეგადაც ცეცხლი საცხოვრებელ სახლს წაეკიდა. უცნობია დაშავდა თუ არა ხანძრის დროს ვინმე.

"რეზონანსი" არკვევს ინფორმაციას და განახლებისთანავე მოგაწვდით ახალ ინფორმაციას. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე