რეზონანსი
(09.08.2025)

პარლამენტის წინ საპატრულო პოლიციამ ერთი აქტივისტი დააკავა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ჩასვა მანქანაში.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე