რეზონანსი
(09.08.2025)

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან სარეიტინგო კომპანიის S&P-ის ანგარიში შეაფასა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს სარეიტინგო ორგანიზაციები აქვეყნებენ რეიტინგებს, რომლებითაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივა რეალურად განისაზღვრება. ასეთივეა S&P-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი ეკონომიკის ზრდისა, სადაც თვითონ სარეიტინგო სააგენტომ 5%-დან 7%-მდე გაზარდა პროგნოზი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს საშუალოდ 3.7% იქნება. ამავდროულად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე