
ნატო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიღწეულ პროგრესს და მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს მისი წვლილისთვის, - წერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერი ელისონ ჰართი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მიღწეული შეთანხმება რეგიონული უსაფრთხოებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიღწეულ პროგრესს და მადლობას ვუხდით აშშ-ის პრეზიდენტს მისი წვლილისთვის. აღნიშნული შეთანხმება, ნორმალიზაციის პროცესისა და რეგიონული უსაფრთხოებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ნატო გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორებთან - სომხეთთან და აზერბაიჯანთან," - წერს ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰართი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



