რეზონანსი
(09.08.2025)

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ომს მხოლოდ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეწყვეტს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის წინადადება ორ ეტაპის მოიცავს. პირველი - ესაა დონეცკის ოლქიდან უკრაინის ჯარის გაყვანა, მეორე - სამშვიდობო გეგმაზე ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთანხმება.

The Wall Street Journal-ი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის წინადადება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ნატოში გაწევრიანების საკითხს არ მოიცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე