რეზონანსი
(09.08.2025)

ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ავტომობილი, რომლითაც ცოლ-ქმარი გადაადგილდებოდა ხევში გადავარდა. შემთხვევა მთა ზორტიყელისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილზე დაიღუპა ქალი, ხოლო დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპული დაახლოებით 40 წლისაა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



