რეზონანსი
(08.08.2025)

ქართული თხილის ექსპორტი 45%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, EastFruit-ი წერს.

გამოცემის თანახმად, 2024 წლის 1-ლი აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 18.2 ათასი ტონა თხილი გავიდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 119.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კერძოდ, 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში ქვეყნიდან 36.9 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა.

რა ღირს ერთი კილოგრამი საექსპორტო თხილი?

ამასთან, როგორც EastFruit-ი წერს, წლიურად 25%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობაც - 2023-2024 წლების სეზონზე ქვეყანამ 3.6 ათასი ტონა თხილი გაყიდა.

რაც შეეხება ფასს, წელს ერთი კილოგრამი თხილის საექსპორტო ფასი 6.59 დოლარი იყო, რაც წლიურად 16%-ით მეტია.

ცნობისთვის, ქართული თხილის საექსპორტო მიმართულება ძირითადად ევროკავშირია, კონკრეტულად კი შემდეგი ქვეყნები: იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და ა.შ. თხილი გადის ასევე სომხეთში, ისრაელში, თურქეთში, ჩინეთში, მაროკოში, რუსეთსა და ალჟირში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე