რეზონანსი
(08.08.2025)

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა და სტივ უიტკოფმა სომხურ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე.

მანამდე, სტივ უიტკოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე