რეზონანსი
(08.08.2025)

შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ბებნისში მოხდა. მოკლულია მერის წარმომადგენლის ძმა, რომელიც დედის ორმოცზე იყო ჩამოსული. დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი:

"შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში. დანაშაულის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ,"- აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე