რეზონანსი
(07.08.2025)

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ მმართველი პარტია უახლოეს დღეებში წარადგენს მუნიციპალიტეტებში მერების კანდიდატებს.
„ჩვენ პრაქტიკულად დამთავრებული გვაქვს მუნიციპალიტეტების მერების კანდიდატების შერჩევა. კანდიდატების დაახლოებით ნახევარი იქნება განახლებული შემადგენლობა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
7 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



