რეზონანსი
(07.08.2025)

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კრემლის მმართველთან, ვლადიმირ პუტინთან პირადი შეხვედრისთვის ერთი პირობა აქვს.

როგორც The New York Post-ი წერს, თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკელი ლიდერი კრემლის მმართველს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ის ასევე დათანხმდება შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„პუტინი ზელენსკის უნდა შეხვდეს, რათა [ტრამპთან] შეხვედრა შედგეს. შეხვედრის ადგილი ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის", - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე