რეზონანსი
(07.08.2025)

სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა და კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ამასთან, ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს დღეს მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად.

ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორს სიონის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალავენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე