რეზონანსი
(07.08.2025)

Fox News-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მომავალ კვირას პირადად შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

შემდეგ კი, ტრამპს სურს შედგეს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ - თავად დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს განუცხადა, რომ სურს, გარკვეულ მომენტში დონალდ ტრამპს შეხვდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

როგორც Fox News-ი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც უიტკოფმა ეს შეტყობინება გადასცა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის მომავალ კვირას შეხვედრისთვის, თუკი ამან შეიძლება უკრაინაში ომის დასრულება გამოიწვიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე