რეზონანსი
(06.08.2025)

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცოტა ხნის წინ მძიმე ავარია მოხდა. დაიმტვრა 3 ავტომობილი. როგორც თვითმხილველებმა "რეზონანსს" განუცხადეს, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მეორე ავტომობილს დაეჯახა, რომელიც, თავის მხრივ, მესამე მანქანას შეეჯახა. მათგან ერთ-ერთი ტროტუარზე ავარდა, საგზაო ნიშნის ბოძი მოგლიჯა და იქვე მდებარე სავაჭრო ობიექტის კიბეზე შევარდა.
შემთხვევის შედეგად არავან დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე პოლიციის და სამაშველო სამსახური ეკიპაჟი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



