რეზონანსი
(06.08.2025)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია - ომი უნდა დასრულდეს. და ეს უნდა მოხდეს პატიოსნად. ზარზე ევროპელი ლიდერები იმყოფებოდნენ და თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ჩვენ განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში პუტინი-უიტკოფის შეხვედრაზე გაჟღერდა.
უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავის დამოუკიდებლობას. ჩვენ ყველას გვჭირდება ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



