რეზონანსი
(06.08.2025)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი 2028 წლისთვის „რესპუბლიკური“ პარტიიდან პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი იქნება.

თეთრი სახლის ლიდერმა არც ის გამორიცხა, რომ მომავალ საარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც ჩაერთოს.„მგონია, რომ ის [ჯეი დი ვენსი] უფრო სავარაუდოა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ის ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტია. მე აგრეთვე მგონია, რომ მარკო არის ის, ვისაც რაღაც ფორმით ჯეი დისთან ერთად რამის გაკეთება შეუძლია“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან ერთად, ტრამპმა დასძინა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებზე საუბარი ჯერ ადრეა.

ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ მესამე ვადით კენჭს, სავარაუდოდ, არ იყრის. აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორება კრძალავს ერთი და იმავე პირის ორზე მეტჯერ არჩევას პრეზიდენტად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე